კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
14/10
2014
მედია პრეს რელიზები
752 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირს, ქალაქის მასშტაბით, საჩუქრად მექანიკური ეტლები გადაეცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ინიციატივითა და ფონდ „სიცოცხლის ხის“ დახმარებით, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძის თანადგომითა და მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირს, ქალაქის მასშტაბით, საჩუქრად მექანიკური ეტლები გადაეცა. 10689752_732423833499108_5310678782145356181_n

10689950_732424566832368_6528588893156647374_n

10702031_732424476832377_5503390660153046050_n

10644467_732423020165856_2965663578338733594_n

10629556_732424233499068_25572479185976480_n

10612719_732424400165718_8216730206688031153_n

10440674_732425466832278_9147566136054793083_n

10420344_732422916832533_542760388479948263_n

10271581_732422823499209_7876300592400349994_n

1972260_732424043499087_3078230939286976759_n

10003537_732425003498991_3481274601908634687_n

10171237_732424246832400_437698360311159134_n

1926737_732425223498969_8355969153849468889_n

1901698_732424700165688_5227039034898800730_n

1781999_732423713499120_5265116550116513140_n

1012276_732425033498988_1112676802138311346_n

1654371_732424610165697_4175127269870230937_n

1779195_732423703499121_3636046413582894365_n აღნიშნული ორგანიზაცია პერმანენტულად ახორციელებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უახლოეს პერიოდში კი უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას გეგმავს.

ბეგლარ სიორიძე: “ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ აზრს“. ეს აქცია აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება პირველი და უკანასკნელი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისათვის თითოეული ჩვენთაგანის გვერდით დგომა და ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს ქალაქის მერია მათ მიმართ“.

მიხეილ დიაკონიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი აზრის”თავმჯდომარე:
„პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბეგლარს მხარდაჭერისათვის. ვანი, ქუთაისი, ტყიბული, აჭარა, ბოლნისი, დმანისი – ეს ის ქალაქებია, სადაც მსგავსი ტიპის აქციები განვახორციელეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ვიზიტს ფოთში, ადიგენში, სვანეთსა და ბაღდადში. ასევე შვიდი ეტლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, აფხაზეთშიც გავაგზავნეთ და ეს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპი გახლდათ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას”.



ინსტაგრამი