17/10 2014
City News
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ და მერის მოადგილემ კობა დუნდუამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლებმა მიაგეს.
ალეკო ბურჭულაძე, ვიცე-მერი:
,, 27 სექტემბერი ერთ- ერთი ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აფხაზეთის ომში მებრძოლმა ბიჭებმა ვაჟკაცობისა და პატრიოტიზმის საოცარი მაგალითი გვიჩვენეს, რის გამოც ისინი გმირებად დარჩებიან და მათი სახელები ყოველთვის გვემასხოვრება. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობას ვუხდით ასეთი პატრიოტი შვილების აღზრდისათვის.“