კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
08/08
2017
City News
566 ნახვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 9 წელი შესრულდა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ვიცე-მერთან ალეკო ბურჭულაძესთან ერთად და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების თამაზ ნიკიტინის საფლავი და ზაურ თენიეშვილის სახელობის სკვერი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
დღესვე ქალაქის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი.
,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა, დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვაჟკაცები, თუმცა შევიძინეთ გმირები, რომელთა სახელებს ისტორია არასდროს დაივიწყებს. ეს გახლავთ დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ 8 აგვისტოს, შესაძლებლობების ფარგლებში, ეხმარება დაღუპული მეომრების ოჯახებს, ეს უკვე ტრადიციად იქცა და შესაბამისად, ჩვენი თანადგომა გმირების ოჯახების წინაშე წელსაც გამოვხატეთ.“ – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გმირულად დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი გადასცა, მათ ქალაქის მერიისგან, ასევე, ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
IMG_8087 IMG_8090 IMG_8099 IMG_8117 IMG_8123 IMG_8133 IMG_8161 IMG_8163 IMG_8181



ინსტაგრამი