კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
14/07
2017
City News
537 ნახვა

,,ცოცხალი წიგნები” ქალაქ ოზურგეთში

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ქალაქ  ოზურგეთს  ეთერ თათარაიძე, დათო რობაქიძე, ირაკლი შამათავა,მანონი ბულესკირია, ნატო ინგოროყვა, ვასო გულეური, ირმა ბერიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ასევე  სხვა ცნობილი პოეტები და მწერლები სტუმრობდნენ.

ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და მერის მოადგილე კობა დუნდუა   დაესწრნენ.

შეხვედრას  ქეთი დუმბაძე უძღვებოდა,   რომლემაც  აღნიშნული  პროექტის  მიზანსა და  მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს,  ხოლო კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან  არსებული  ,,ლიტერატურული წრის“  ახალგაზრდა  პოეტებმა,  ასევე,  პოეზიის  მოყვარულმა  ოზურგეთელებმა  თავიანთი  ლექსები  წაიკითხეს. რამდენიმე სიმღერა  კი ფოლკლორულმა  ანსამბლმა ,,შვიდკაცა“-მ შეასრულა.

,,მესამე წელია პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს.  ჩვენი მწერლების სტუმრობა, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში მნიშვნელოანია, მაგრამ გურიაში განსაკუთრებით, რადგან  ყოველ წელს მათი სტუმრობა ნოდარ დუმბაძის საიუბილეო თარიღს  ემთხვევა.   დღეს ოზურგეთში ბატონი ნოდარის მეუღლე, ქალბატონი ნანული  იმყოფება, რომელსაც მადლობას ვუხდი ჩვენთან  სტუმრობისათვის. ასევე მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი დუმბაძეს, რომელიც მამის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტით გვსტუმრობს.“ – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.

პროექტი “ცოცხალი  წიგნები” გულისხმობს  საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონის  სოფლებისა  და  ქალაქების  საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში,  მუზეუმებში,  კულტურის  სახლებსა და  სხვა  საჯარო   დაწესებულებებში,  თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.   პროექტის ფარგლებში  ეწყობა პოეზიის  საღამოები, იმართება  დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

IMG_6483 IMG_6497 IMG_6533 IMG_6554 IMG_6559 IMG_6582 IMG_6615 IMG_6622 IMG_6625 IMG_6631 IMG_6656 IMG_6674 IMG_6686 IMG_6715 IMG_6762 IMG_6776მათთვის საინტერესო თემებზე.

 

 



ინსტაგრამი