კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
09/05
2017
City News
683 ნახვა

ქალაქ ოზურგეთში 9 მაისი აღინიშნა

IMG_9906დღეს ქალაქ ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს.

ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ სამამულო ომის მონაწილე გიორგი ინწკირველი ქალაქის მერიაში მიიღო და დღევანდელი დღე პირადად მიულოცა. გიორგი ინწკირველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა სამამულო ომთან დაკავშირებული მოგონებები და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალი გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ყვავილებით შეამკეს და ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს.

დიდების მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების პატივსაცემად გამართულ კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,შვიდკაცამ “ და ,,აბჯარმა“ მიიღეს.

ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი:

,, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების მიმართ, რომელთა წვლილი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის წინაშე. ჩვენი ქალაქი განსაკუთებულად აღნიშნავს დღევანდელ დღეს და არ ივიწყებს იმ ადამიანთა ღვაწლს, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს მშვიდობისა და გამარჯვებისათვის.“

ღონისძიების დასრულების შემდეგ სამამულო ომის მონაწილე ანასტასია მჟავია მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა სახლში მოინახულეს და ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი პირადად მიულოცეს. ვეტერანებს ქალაქის მერიამ საჩუქრად 300-300 ლარი გადასცა.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.IMG_9900IMG_9685 IMG_9696 IMG_9722
IMG_9743 IMG_9779 IMG_9808 IMG_9823 IMG_9854 IMG_9864 IMG_9869 IMG_9875 IMG_9880 IMG_9895



ინსტაგრამი