კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
07/06
2017
City News
749 ნახვა

ქალაქ ოზურგეთში ფუნქციონირება ახალმა ავტოსადგურმა დაიწყო

ქალაქ ოზურგეთში ფუნქციონირება ახალმა ავტოსადგურმა დაიწყო. ავტოსადგური წულაძის ქუჩაზე, პოლიციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო და ძველი ავტოსადგურისგან განსხვავებით ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.
დღეს ავტოსადგური ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ მოინახულეს.
ამ დრომდე ავტოსადგური ქალაქგარეთ ფუნქციონირებდა, რაც მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნიდა.
ახალი ავტოსადგური ქალაქის ცენტრში, მოქალაქეთათვის ყველაზე პრაქტიკულ ადგილზეა განთავსებული. აქვე გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მნიშვნელოვანი სტანდარტები და შესაბამისად, ავტოსადგური მათთვის ადაპტირებულია.
ავტოსადგურის ახალი მდებარეობა ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისა და გაჩერების პრობლემებს დაარეგულირებს. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად განთავსებული სამარშუტო ტაქსები შიდა და საქალაქთაშორისო მარშრუტებს ამიერიდან ახალი ავტოსადგურიდან განახორციელებენ.
აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ავტოსადგურის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ავტოსადგურის გადმოტანასთან დაკავშირებით იმსჯელეს და პროექტი დადებითად შეაფასეს. 
19046697_1576709832342039_2066030530_n19021335_1576710715675284_10519778_n18983266_1576710682341954_154796153_n18983109_1576710712341951_806245080_n



ინსტაგრამი