კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
12/08
2017
City News
856 ნახვა

ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა.

დღეს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა. 
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორის, პროფესორის ისმეთ-დინდარ მიქელაძის, ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ნინო ქაჯაიას და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოსახლეობას მედიცინის სხვადასხვა სფეროში უფასო კონსულტაციები გაეწია. გარდა კონსულტაციებისა, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ექოსკოპიური კვლევები უახლესი აპარატურით ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძეც ჩაერთო და მოსახლეობასთან ერთად ექოსკოპიური კვლევა თავადაც ჩაიტარა.
როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომაც, ქალაქის მერია აქტიურად აგრძელებს აღნიშნული ტიპის აქციების ორგანიზებას და სოციალური მიმართულებით მოქალაქეებზე ზრუნვას.
წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზებას უფასო სამედიცინო აქციას უწევს და პრიორიტეტს ყოველთვის კვალიფიციურ კლინიკებსა და მაღალპროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ანიჭებს.
IMG_8198 IMG_8202 IMG_8214 IMG_8249 IMG_8300 IMG_8314 IMG_8384 IMG_8392 IMG_8408 IMG_8437 IMG_8449 IMG_8455



ინსტაგრამი