კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
05/07
2017
City News
504 ნახვა

ქალაქ ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ოზურგეთში აპრილის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე უშუალოდ გაეცნო და დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ქალაქის მერმა ასევე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსი მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნული კორპუსი ფერადი თუნუქით შეიფუთება. ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი: ,,სამწუხაროდ, 23 აპრილს მომხდარმა სტიქიამ ქალაქ ოზურგეთს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანდა, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე მრავალბინიანი კორპუსები. ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თანხა მყისიერად გამოუყო, რამაც საშუალება მოგვცა მოსახლეობის პრობლემები ოპერატიულად გადაგვეჭრა. ქალაქის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ იმ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა, რომლებმაც მერიას დახმარების თხოვნით მომართეს. კომისიამ ადგილზე შეისწავლა თითოეული განმცხადებლის პრობლემა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველა დაზარალებულს ვეხმარებით.“ მიმდინარე წლის აპრილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს ,,პლაზმა“, შ.პ.ს ,,მოდუსი“ და შ.პ. ს ,,ინტექსი“ აწარმოებენ. სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება. IMG_5579IMG_5585IMG_5594IMG_5602 IMG_5607 IMG_5609 IMG_5612 IMG_5627 IMG_5648 IMG_5675 IMG_5683 IMG_5687 IMG_5949 IMG_5958 IMG_5967 IMG_5972 IMG_5974 IMG_5975



ინსტაგრამი