კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
06/04
2017
City News
1533 ნახვა

ქალაქ ოზურგეთში სპორტული ობიექტების რიცხვს ბილიარდის სახლი შეემატა

ქალაქ ოზურგეთში სპორტული ობიექტების რიცხვს ბილიარდის სახლი შეემატა. საბილიარდო ახალგაზრდა ბიზნესმენებმა გიორგი ჩხაიძემ და ირაკლი კელენჯერიძემ გახსნეს.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტის აღნიშნულ სახეობას ქალაქ ოზურგეთში დიდი ხნის ისტორია აქვს, ამ დრომდე ბილიარდის სახლი ქალაქში არ არსებობდა.
აღნიშნული ობიექტი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა.
,,მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქალაქს სპორტული პროფილის მქონე კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. ამ საბილიარდოში შესაძლებელი იქნება სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტის ამ სახეობით აქტიურად დაკავდნენ. ოზურგეთს ბილიარდთან დაკავშირებით დიდი ისტორია გააჩნია. ამ მიმართულებით, საქართველოს ჩემპიონიც კი გვყავს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ქალაქის მერია ახალგაზრდებისათვის საბილიარდო ცენტრის გახსნას აპირებდა. თუმცა დღეს ორმაგად მახარებს, რომ ეს შეძლეს ამ ახალგაზრდებმა. ვულოცავ მათ ამ დღეს და წარმატებებIMG_7190 IMG_7197 IMG_7199 IMG_7201 IMG_7209 IMG_7215 IMG_7217 IMG_7225 IMG_7231 IMG_7233 IMG_7238 IMG_7245ს ვუსურვებ.“



ინსტაგრამი