კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
15/05
2017
განცხადება საკრებულო
516 ნახვა

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

1. ,,ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-ქ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დამტკიცდა ერთხმად

2. ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების I კვარტლის   ანგარიშის განხილვის შესახებ.

მიღებული იქნა ცნობად

3. ,,სსიპ თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (ს/კ 237113850)  ქონების -  ქალაქ ოზურგეთში  ა. წულაძის  ქუჩაზე არსებული  329  კვ/მ (ს/კ  26.26.47.087 );  330კვ/მ  (ს/კ26.26.47.086)  და  114  კვ/მ(ს/კ26.26.47.144)   ფართობის  მიწისნაკვეთების,  პირდაპირი განკარგვის წესით,  (იჯარის უფლებით),  20  წლის ვადით გაცემის  შესახებ“ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

ქალაქის მერს მიეცა თანხმობა

4. ,,ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე მდებარე 12 065 კვ/მფართობის  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 26.26.54.059) ჩუქების ფორმით,  სსიპ თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღებისა (ს/კ 237113850)  და მუნიციპალიტეტის  საკუთრებად დარეგისტრირებაზე“ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

ქალაქის მერს მიეცა თანხმობა

5. ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ“ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის  N61 განკარგულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

დამტკიცდა უმრავლესობით

DSCN0324 DSCN0326 DSCN0328 DSCN0329 DSCN0341



ინსტაგრამი