კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
10/05
2017
განცხადება საკრებულო
3453 ნახვა

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. ის საზოგადოებრივი და სარეკრეაციო სივრცეების განკარგვისა და რეგულირების დროებითი წესის დამტკიცების ინიციატვიით გამოდის. 
- ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს უახლოესი ბიუროს სხდომაზე ინიცირებული იქნება, პროექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების რეგულირების შესახებ დროებითი წესის მიღების თაობაზე. ეს წესი ძალაში იქნება მანამ, ვიდრე ქალაქის საკრებულოს მიერ მომზადებული განაშენიანების გენერალური გეგმა არ ამოქმედდება. აღნიშნული დადგენილების პროექტი ამავე თემაზე შემოსული იყო პეტიციის სახით, მაგრამ პროექტის ავტორებთან ზოგიერთ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო იგი ვერ იქნა მიღებული. თუმცა საკრებულომ გამოხატა სურვილი და მზადყოფნა ეს დროებითი წესი ამოქმედებულიყო ქალაქის ტერიტორიაზე და დღეს მე გამოვხატავ, როგორც ჩემი, რესპუბლიკური პარტიის პოზიციას, რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით, ასევე გამოვხატავ კოლეგიალური ორგანოს სურვილს. კვლავ გავიმეორებ, რომ ეს იქნება დროებითი წესი, რადგან საკრებულოს მომზადებული აქვს განაშენიანების გეგმა, წარმოებაში მისაღებად – განაცხადა მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.



ინსტაგრამი