კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
24/03
2017
City News
1538 ნახვა

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადება

17309646_1424140794327405_5665381484487564945_nმინდა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ გაზეთ ‘’გურიის მოამბე’’-ს ვებ-გვერდზე გაავრცელა და მორიგი ამორალური ქცევით კიდევ ერთხელ შეეცადა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. თუმცა ოზურგეთელებისთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ ამ ქალბატონის დემაგოგია, რაც მიზნად ქალაქის მერიისა და პირადად ჩემს დისკრედიტაციას ისახავს.

ამჯერად ქალბატონმა ნათიამ ქალაქ ოზურგეთის მერიისგან მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომელიც 2016 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ეხებოდა. შარაშენიძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია სამჯერ გამოითხოვა და სამივე შემთხვევაში მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო.
თუმცა სრულიად ლოგიკური ეჭვის საგანი გახდა ხსენებული ქალბატონის უნარ-ჩვევები წერა-კითხვასთან და ელემენტარულ არითმეტიკასთან დაკავშირებით. რაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში თვალნათლივ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მიწოდებული ინფორმაცია ქალბატონმა ნათიამ მისი არითმეტიკული ცოდნის შესაბამისად დაამუშავა და შედეგად ქალაქის მერიას ბრალი 15 000 ლარის მითვისებაში დასდო.
საზოგადოებას თავს არ შევაწყენ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია აქვე დეტალურად განვმარტო, რადგან საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ქალბატონ ნათიას ვურჩევ, სთხოვოს ვინმეს, ვინც არითმეტიკა მასზე უკეთ იცის, მობრძანდეს ქალაქის მერიაში და ყველა საჭირო დოკუმენტზე დაყრდნობით განვუმარტავთ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არათუ 15 000 ლარი, არამედ არცერთი თეთრი უკანონოდ არ განუკარგავს.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არა მხოლოდ აღნიშნული საკითხი, არამედ ქალაქის მერიის შექნის დღიდან დღემდე მთელი თავისი საქმიანობა კანონის სრული დაცვით აქვს წარმოებული.
აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ 2016 წლის სექტემბრის თვის სტიქიასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია იხილონ ელექტრონულ მისამართზე: www.spa.ge



ინსტაგრამი