კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
22/09
2017
City News
1401 ნახვა

ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლებმა მონაწილეობა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღეს

დღეს ქალაქ ოზურგეთში სისხლის  გადასხმის  საქველმოქმედო   აქცია – „ გაიღე   სისხლი, გადაარჩინე  სიცოცხლე“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.

აღნიშნული აქცია შპს „ჰემა 2012“- ის სისხლის  ბანკმა  და   შპს,,მედალფა“-ს  ოზურგეთის  სამედიცინო   ცენტრმა  ერთობლივად ჩაატარა.

საქველმოქმედო  აქციის დევიზია  – „შენთვის  წვეთი  სისხლი ,სხვისთვის სიცოცხლეა, გამოიჩინეთ გულისხმიერება და ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!“

ყოველ 3 წამში ვიღაცას  სჭირდება  სისხლი, მისი  საჭიროება ყველაზე  მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის  ოპერაციების, ორგანოების  გადანერგვის  დროს. ასევე, სისხლი და სისხლის კომპონენტები მუდმივად სჭირდებათ  ლეიკემიით   დაავადებულ    პაციენტებს.

IMG_0182IMG_0192IMG_0208IMG_0223IMG_0228IMG_0232IMG_0239IMG_0241IMG_0244IMG_0254IMG_0265IMG_0268



ინსტაგრამი