კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
20/07
2017
City News
427 ნახვა

ტრენინგი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი   ,, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლებმა  ჩაატარეს, რომელიც მიზნად   არჩევნების შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა – წინასაარჩევნო პერიოდში  თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები,  მათი ურთიერთობა  საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების  მიმართ და  სხვა.

აღნიშნული ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,თვითმმართველობის   არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების  ჩართულობით“ ფარგლებში  ჩატარდა.

ტრენინგი გურიის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

IMG_6877 IMG_6882 IMG_6886 IMG_6888 IMG_6891



ინსტაგრამი