კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
15/06
2017
City News
555 ნახვა

ტრენინგი სმენადარღვეულ ბავშვთა მშობლებისთვის ფონდ ”აი ია”-გან

საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით სმენადარღვეულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქ ოზურგეთში ორდღიან ტრენინგს ატარებს. 
ტრენინგი სახელწოდებით ,,კოხლეარული იმპლანტაცია – მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი’’, ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური პედაგოგების, საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისათვის ტარდება.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ტრენინგის მიმდინარეობის პროცესს უშუალოდ გაეცნო:

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს  ქალაქში მცხოვრები  სმენადაზიანებული ბავშვების მშობლებისა და  ასეთი ბავშვების პედაგოგებისათვის  მსგავსი სახის ტრენინგი ტარდება.  ვფიქრობ,  ამ შეხვედრას ინფორმაციულობის  გაზრდის  თვალსაზრისით ნაყოფიერი შედეგი ექნება.  მადლობას ვუხდი  ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც აღნიშნული ფონდისა და სხვა  არაერთი მსგავსი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია და ჩვენს ქვეყანაში მრავალ სასიკეთო საქმეს უდგას სათავეში.”

თამარ კირვალიძე, ფონდ ,,აი ია“-ს  აუდიო -ვერბალური თერაპევტი:
,,ჩვენი ტრენინგით სმენადაზიანებული ბავშვების მშობლები და პედაგოგები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა არის სმენის პრობლემა, როდის შეიძლება მოხდეს ადრეული ინტერვენცია, რა არის სმენის აპარატი და როგორ ეხმარება ის ბავშვს, როგორც სოციუმში არსებობისას, ისე სასწავლო პროცესისას.“
საქველოქმედო ფონდი ,,აი ია“ მსგავსი სატრენინგო კურსის ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. 


IMG_4859 IMG_4891 IMG_4901 IMG_4903 IMG_4904 IMG_4929IMG_4904IMG_4901IMG_4891IMG_4859



ინსტაგრამი