კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
19/07
2017
City News
239 ნახვა

საქველმოქმედო ფონდმა “აი ია“-მ “მედალფა“-ს სმენის შემოწმების აპარატურა გადასცა

თანამშრომლობა ოზურგეთის მერიასა და ფონდ „აი ია“-ს შორის გრძელდება. საქველმოქმედო ფონდ “აი ია”-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით სმენადარღვეულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა ქალაქ ოზურგეთში 15-16 ივნისს ორდღიანი ტრენინგი სახელწოდებით “კოხლეარული იმპლანტაცია – მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი”, ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური პედაგოგების, საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისათვის ჩაატარა. დღეს, უკვე, ფონდ “აი ია“-მ სამედიცინო ცენტრ “მედალფა“-ს სმენის შემოწმების აპარატურა გადასცა. სკრინინგის აპარატურა, რომელიც ოზურგეთისა და გურიის მოსახლეობისთვის ფონდ „აი ია“-ს დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა შეიძინა,სმენის პრობლემის დიაგნოსტირებას ადგილზე გახდის ხელმისაწვდომს. სკრინინგის აპარატის გადაცემის პროცესს, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრო.

„მივესალმები ფონდ “აი ია“-ს ამ მნიშვნელოვან და ამავე დროს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. სკრინინგის აპარატის ოზურგეთში განთავსება, გარდა მისი საჭიროებისა, ამ პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს შეღავათს გაუწევს. მათთვის დიაგნოსტირება ადგილზევე გახდება შესაძლებელი. მადლობს ვუხდი ფონდ „აი ია“- ს დამფუძნებელს ბატონ ვანო ჩხარტიშვილს ამ ქველმოქმედებისთვის“ – აღნიშნა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

დღესვე სამედიცინო კლინიკა “მედალფა“-ში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენა“-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგი მიზანად ისახავს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სკრინინგის პრაქტიკული უნარჩვევბის განვითარებაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 1000 ახალშობილიდან დაახლოებით 1-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრულ ასაკში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან მწვავე თუ ღრმა ხარისხის სმენის დარღვევა, რაც იწვევს მეტყველების, ვერბალური კომუნიცაციის და კოგნიტიური უნარების შენელებულ განვითარებას, ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის, სასწავლო პროგრამების ათვისების და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას.

 

IMG_6832

 

 

 

 

IMG_6833 IMG_6838 IMG_6843 IMG_6844 IMG_6848 IMG_6849 IMG_6857



ინსტაგრამი