კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
01/09
2017
City News
290 ნახვა

,,ოზურგეთის სერვის-ცენტრი” ახალ შენობაში გადავიდა

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ა.ა.ი.პ. ‘’ოზურგეთის სერვის-ცენტრი’’-ს ახალი შენობა მოინახულა.
ამ დრომდე ა.ა.ი.პ. ‘’ ოზურგეთის სერვის-ცენტრი’’ თავის საქმიანობას ამორტიზებულ შენობაში ახორციელებდა, სადაც თანამშრომლებისთვის საჭირო პირობები და საკმარისი ფართი არ არსებობდა. აღნიშნული მიზეზების გამო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ‘’სერვის-ცენტრს’’ ახალი ფართი გიორგაძის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მეზობლად გამოუყო, სადაც თანამშრომლებს სამუშაოდ ბევრად გაუმჯობესებული პირობები ექნებათ.
შენობის მონახულებასთან ერთად შედგა შეხვედრაც, სადაც ა.ა.ი.პ.-ის თანამშრომლები ქალაქის მერს სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზე ესაუბრნენ. როგორც ბეგლარ სიორიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხები ეტაპობრივად, თანამშრომელთა ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.
IMG_8597 IMG_8609 IMG_8610 IMG_8622 IMG_8647 IMG_8656 IMG_8661 IMG_8688 IMG_8699



ინსტაგრამი