კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
28/07
2017
City News
470 ნახვა

ოზურგეთელ მორაგბეებს რეაბილიტირებული სტადიონი ექნებათ

დღეს  ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და უმრავლესობის  ლიდერი     არჩილ თალაკვაძე   და ქალაქ  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბეგლარ სიორიძე   სარაგბო  კლუბ  ,,არწივები“-ს  ადმინისტრაციასა და მორაგბეებს  ზვანის სტადიონზე  შეხვდნენ.

დეპუტატმა  და  ქალაქის  მერმა   სპორტსმენებს,  ბოლო პერიოდში მიღწეული  წარმატებები მიულოცეს  და კლუბის  სამომავლო  განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სარაგბო კლუბმა I ლიგაში გადაინაცვლა.

როგორც ბეგლარ სიორიძემ აღნიშნა,  არჩილ თალაკვაძის ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მომავალ წელს, ზვანის სტადიონის რებილიტაცია იგეგმება.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამავე დროს კლუბის საპატიო პრეზიდენტია, მზად არის, მორაგბეებს  მაქსიმალური  მხარდაჭერა გამოუცხადოს.

IMG_7832

 

 

IMG_7765 IMG_7795 IMG_7808



ინსტაგრამი