კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
19/07
2017
City News
588 ნახვა

მალე ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება

რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის    მინისტრი  ზურაბ  ალავიძე  პროექტების   მიმდინარეობის  მონიტორინგს განაგრძობს.

ამ  ვიზიტის  ფარგლებში მინისტმა ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ოზურგეთის  რეგიონული  წარმომადგენლობის  შენობის  სარეაბილიტაციო    სამუშაოები  მოინახულა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის ცენტრის  შემდეგ, ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც შენობის მეორე ფლიგელშია განთავსებული.

როგორც ზურაბ ალავიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც  ქალაქის მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს, რეაბილიტიციის    თანხას   მუნიციპალური   განვითარების   ფონდი   გამოყოფს.

,,მინდა ოზურგეთელებს ძალიან კარგი ამბავი ვუთხრა, მალე  ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს საკითხი წლების  მანძლზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. პირადად ჩემთვის, მინისტრის ეს გადაწყვეტილება ორმაგად სასიხარულოა,  რადგან ისტორიული მუზეუმი, ჩვენი წარსულის უმნიშვნელოვანესი საგანძურის მცველია.“ – განაცხადა  ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერმა  ბეგლარ    სიორიძემ.

IMG_6288 IMG_6311 IMG_6362



ინსტაგრამი