კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
19/07
2017
City News
280 ნახვა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ფოლკლორის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

ქალაქ ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა. მინისტრი გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ფოლკლრის ცენტრის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში აღნიშნული ცენტრის სახით, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. აქვე მინდა ოზურგეთელებს ძალიან კარგი ამბავი ვუთხრა, მალე ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს საკითხი წლების მანძლზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. აღნიშნული პროექტების განხორციელება, ჩვენს ქალაქში, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის. პირადად ჩემთვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება ორმაგად სასიხარულოა, რადგან ისტორიული მუზეუმი, ჩვენი წარსულის უმნიშვნელოვანესი საგანძურის მცველია.“ – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

ფოლკლორის რეგიონულ ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ფონდის საცავი, საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდიები და სალოტბარო სკოლა მოეწყობა. მინისტრმა ასევე ქალაქ ოზურგეთში 23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა. ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი. სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.IMG_6144 IMG_6199 IMG_6278 IMG_6288 IMG_6311 IMG_6362 IMG_6407 IMG_6414 IMG_6420 IMG_6429



ინსტაგრამი